19 სექტემბერი 2024,   04:56
ვრცლად
ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

დაბა ბაკურიანში დილიდან საზეიმო განწყობაა. ე.წ. 25-იანების მიმდებარე ტერიტორიაზე მთავარი საახალწლო ღონისძიების სამზადისი უკვე დასრულებულია. დამონტაჟდა სცენა, მოეწყო დეკორაციები და პავილიონები, სადაც მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა დახვდებათ. სანტას სახელოსნოში პატარებს შეუძლიათ საახალწლო სათამაშოები გააკეთონ, შეხვდნენ თოვლის ბაბუას და მისგან საჩუქრებიც მიიღონ.

ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირებსა და ელფებთან ერთად, ანიმატორები და ილუზიონისტები ზრუნავენ.

საახალწლო ღონისძიება 02:00 საათზე დაიწყო. საღამო ცნობილი ქართველი შემსრულებლების გალა კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.

დღის ამბები