16 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების პირველ ისტორიულ ასპარეზობას სპორტის მინისტრი დაესწრო

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების პირველ ისტორიულ ასპარეზობას სპორტის მინისტრი დაესწრო.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობს. ნაკრებისთვის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ისტორიულია, რადგან კონტინენტის პირველობაზე ქართველი ხელბურთელები პირველად იმყოფებიან

. გუნდმა პირველი შეხვედრა ნიდერლანდების ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 29-34 დათმო. აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა, რომელმაც ნიდერლანდების ნაკრებს 9 გოლი გაუტანა. ტიტე კალანდაძის გუნდი E ჯგუფის მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს ევროპის მოქმედ ჩემპიონთან - შვედეთთან გამართავს, 15 იანვარს კი ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება.

დღის ამბები