ბოლო სამი წელია, საქართველოში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს რეკორდული იყო როგორც საგარეო სავაჭრო ბრუნვის, ისე - ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები. ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.
ასევე რეკორდული იყო სავაჭრო ბრუნვის მოცულობაც, რომელიც 2023 წელს 12.5 პროცენტით გაიზარდა და 21.5 მილიარდ აშშ. დოლარით განისაზღვრა.