29 სექტემბერი 2024,   05:22
ვრცლად
საქართველოში ამინდი უარესდება - ტემპერატურის ვარდნის გამო გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული

ძლიერი ქარი, ნალექი და ყინვა - საქართველოში ამინდი უარესდება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი და ქარბუქი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი. ტემპერატურის ვარდნის გამო გზებზე მოსალოდნელია ლიპყინულიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სინოპტიკოსის, ნაირა მანველიშვილის განცხადებით, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ქარბუქიც.

"დღეისთვის, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ველოდებით წვიმას. მთასა და მაღალ მთიან ზონაში, იქნება თოვლი - ზოგან ძლიერი, გზებზე ლიპყინული. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. სანაპირო ზონაში, შესაძლებელია 17-22 მეტრ წამამდე მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ველოდებით ნალექს, მთაში თოვლის სახით. მაღალ მთაში ველოდებით ქარბუქს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში", - განაცხადა ნაირა მანველიშვილმა.

დღის ამბები