16 ნოემბერი 2024,   02:55
ვრცლად
მამუკა გამყრელიძე ლაპარაკობს სისულელეს, არ ვაპირებ სისულელეზე თავის მართლებას - პაატა მანჯგალაძე

პარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე მის განცხადებებს სისულელეს და ბოდვას უწოდებს. მისივე თქმით, ოპოზიცია ბრიუსელში ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებაზე ზრუნავდა.

"მამუკა გამყრელიძე ლაპარაკობს სისულელეს. არ ვაპირებ სისულელეზე თავის მართლებას. სისულელეა, ბოდვაა, დადასტურდა, რომ ასე არ არის. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და თქვა, რომ არ შეხვედრია პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელიც ამას ამბობდა. გამყრელიძე რას აკეთებს და რა აქტივობა აქვს ისეთი, რომ კომენტარები გავაკეთო, არ ვიცი... მე არ მაინტერესებს ვინ რა თქვა, მე მაინტერესებს, როგორ ვასრულებთ 9 პირობას.

ბრიუსელში დეტალურად ვსაუბრობდით იმაზე, თუ ქვეყანას როგორ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენ სხვა მიზანი არ გვაქვს," - განახადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, მამუკა გამყრელიძე აღიარებს, რომ ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალური მდივანი გვარებს არ ასახელებს, თუმცა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ღიად ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებთან ამ შინაარსის მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდნენ.

დღის ამბები