03 ივლისი 2024,   14:06
ვრცლად
სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში, საკანონმდებლო ცვლილებების გასაპროტესტებლად, აქციები გაიმართა

სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებას აპროტესტებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მოუწოდა კანონმდებლებს, გადახედონ ცვლილებებს, რაც გულისხმობს სპეციალური პროკურორის ოფისის გაუქმებას, რომელიც მძიმე დანაშაულებს იძიებს, ასევე - ფინანსურ დანაშაულზე სასჯელის შემცირებას.

მისივე თქმით, ევროპის პროკურატურამ გამოთქვა შეშფოთება, რომ დაგეგმილმა ცვლილებებმა, შეიძლება, გამოიწვიოს არასაკმარისი სასჯელი ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებისთვის.

ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ, ცვლილებების გამო, პოლიტიკოსები და ბიზნესლიდერები, რომლებსაც კავშირი აქვთ ამჟამინდელ მთავრობასთან, დაუსჯელები დარჩებიან.

დღის ამბები