29 სექტემბერი 2024,   05:23
ვრცლად
წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება.

საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპზე, მთლიან გამზირზე, ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს.

მათ შორის, სამუშაოები ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რის გამოც დღეიდან ორი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვლება. ტრანსპორტის გადაადგილების დროებითი სქემა მერიის საიტზეა გამოქვეყნებული.

დღის ამბები