03 ივლისი 2024,   12:48
ვრცლად
"რუსეთს მოუწევს უკრაინელების წართმეული სიცოცხლისთვის პასუხის გაცემა" - კიევი დონეცკის დაბომბვაში მონაწილეობას უარყოფს

კიევი დონეცკის დაბომბვაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ მათ დონეცკის ბაზარში "საბრძოლო სამუშაოები დესტრუქციული იარაღით" არ ჩაუტარებიათ.

"რუსეთს მოუწევს უკრაინელების წართმეული სიცოცხლისთვის პასუხის გაცემა", - აცხადებენ ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფება „ტავრიაში“.

გუშინ დონეცკის საოკუპაციო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკი დაბომბეს, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე პირი დაშავდა.

პარალელურად, უკრაინელი სამხედროები ადასტურებენ, რომ მათმა ჯარებმა, ხარკოვის ოლქში, სოფელი კრახმალნოე დატოვეს. ეს მანევრი სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელობამ "წინასწარ მომზადებულ და უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" დახევით ახსნა.

გასულ ღამით, კვლავ, ამოქმედდა საჰაერო თავდაცვა უკრაინის რამდენიმე ოლქში. მათ შორის იყო ოდესაც. დაიბომბა დონეცკი, ხერსონი, სუმი.

დღის ამბები