რაჭაში, მდინარე კრიხულას სანაპიროზე, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიზნად, ქალაქ ამბროლაურის, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული როლის გაზრდა სახელდება.
ურბანული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გათვალისწინებულია საპარკინგე ადგილების, საგამოფენო სივრცეების, საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების მოწყობა.