პოლიტიკური დისკუსიის თემა თაკო ჩარკვიანის განცხადებაა, რომელმაც სოციალურ ქსელში ოპოზიციის ნაწილი გააკრიტიკა. პარტიის "კანონი და სამართალი" ლიდერი კოლეგებს მწვავედ აკრიტიკებს. სოციალური ქსელის შემდეგ, მან მედიასთანაც გააკეთა კომენტარი და იმ ოპოზიციონერებს, რომელთაც ჩარკვიანის სტატუსი სასაცილოდ აღიქვა, "მოღლიცინე" უწოდა:
"თუკი ვამბობთ, რომ რუსეთის ხელისუფლება არის და შენს ქვეყანას საშიშროება აქვს გადაბარების, მაშინ კარვები უნდა გვქონდეს რუსთაველზე. ასეთ საკითხებზე მოღლიცინე ოპოზიცია არის ზარმაცი და კომფორტში მყოფი. მანამდე სისხლი რომ აქვს შენი პროცენტებით ხალხს და ხაზარაძე რომ გქვია, შენი მუსტანგებით რომელ პოლიტიკოსობასა და იდეალებზე მელაპარაკები. მუსტანგამდე არის ის, რომ პროცენტი დაწიო. ამიტომ არ მჯერა მე ამ ფეიკ ტიპების. საერთოდ არ მივიჩნევ პოლიტიკოსად, მაგალითად, საბა ბუაძეს. ფუნთუშებზე გაზრდილია და ეს ჩანს, ფუნთუშებზე კიდევ ვერ კეთდება პოლიტიკა,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”კანონი და სამართალი” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.