ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი სიტყვით წარდგა. მან ისაუბრა საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელების თემაზე და აღნიშნა, რომ მტკიცებულებები და ფაქტები უნდა იყოს მყარი, რათა ზიანი არ მიადგეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ პირი მედიის ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელია, არ აძლევს მას მანიპულაციის და დეზინფორმაციის შექმნის და მცდარი აღქმებით პიროვნებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების უფლებას.
"როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული საჩივრების შემთხვევებზე, მტკიცებულებაქ ფაქტები და არგუმენტები უნდა იყოს საფუძვლიანი და ნათელიქ რათა ზიანი არ მიაყენონ პოლიტიკოსებს ან საჯარო მოხელეებს ან გადაწყვეტილების მიმღებებს, როდესაც ისინი ასრულებენ თავიანთ ამოცანებს და არ შეაფერხონ მათი ეფექტური მუშაობა. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ პირი არის მედიის ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ან აქტივისტი, არ აძლევს მას უფლებას, მოახდინოს ამ ინფორმაციით მანიპულირება ან მისი გაყალბება. ზოგჯერ ისინი ქმნიან ცრუ წარმოდგენას მოსახლეობაში და ამომრჩეველში, რაც საზიანოა ადამიანის რეპუტაციისთვის, ძნელია ასეთი რეპუტაციის აღდგენა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ამ მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის უფლებები არის უნივერსალური უფლებები და ეს უნდა გამოვიყენოთ ყველა მათ შორის, როცა ვსაუბრობთ და როდესაც ვაფიქსირებთ სიცრუის შემთხვევებს. ასე რომ, მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა აღვასრულოთ და ვებრძოლოთ საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული საჩივრების საქმეებს, მაგრამ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ საჯარო მოხელეებს, გადაწყვეტილების მიმღებებს ან პოლიტიკოსებს აქვთ თავიანთი უფლებები და ასეთი მტკიცებულებები უნდა იყოს საფუძვლიანი და კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული ყველა შემთხვევაში," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი.