01 ივლისი 2024,   14:48
ვრცლად
ირანი იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ნასერ კანანი უარყოფს ვაშინგტონის ბრალდებებს და აცხადებს, რომ ირანი იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დრონით თავდასხმაში არ მონაწილეობდა, - ამის შესახებ BBC წერს.

"[აშშ-ის] ბრალდებები უსაფუძვლოა. ირანის ისლამური რესპუბლიკა არ მიესალმება კონფლიქტის გაფართოებას რეგიონში. ირანი არ ყოფილა ჩართული წინააღმდეგობის ჯგუფთა გადაწყვეტილებებში იმის თაობაზე, დაიცვან პალესტინელები თუ - საკუთარი ქვეყნები", - აცხადებს კანანი.

იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, დაშავდა 25. თავდასხმა, სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ბაზაზე, დრონებით მოხდა. მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მომხდარს საპასუხო ქმედება მოჰყვება.

დღის ამბები