03 ივლისი 2024,   12:48
ვრცლად
საფრანგეთში ფერმერებმა პარიზისკენ მიმავალი ავტომაგისტრალები გადაკეტეს - ისინი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დიზელზე გადასახადის შემცირებას ითხოვენ

საფრანგეთში, ფერმერებმა პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებებამდე, ინტენსიური მოძრაობით გამორჩეული პარიზისკენ მიმავალი ავტომაგისტრალები გადაკეტეს. ტაქსის მძღოლები სოლიდარობას უცხადებენ ფრანგ ფერმერებს, რომლებიც დედაქალაქის ბლოკირებას გეგმავენ.

ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან, ფერმერები და ტაქსის მძღოლები რვა მთავარი მაგისტრალის ჩაკეტვას აპირებენ.

საფრანგეთის მთავრობა ფერმერებზე ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლის შემცირებას დათანხმდა, თუმცა უარს ამბობს ფერმერების მოთხოვნის შესრულებაზე, შემცირდეს გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დიზელზე, რასაც ფერმერთა მასობრივი დემონსტრაციები მოჰყვა.

დღის ამბები