03 ივლისი 2024,   12:56
ვრცლად
სიიარტო და ორბანი არა პრორუსები, არამედ პროუნგრელები არიან - პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, სიიარტო ჩემთან შეხვედრაზე არ იტყოდა, რომ პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ მისი უნგრელი კოლეგა პიტერ სიიარტო და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არა პრორუსი, არამედ პროუნგრელი პოლიტიკოსები არიან.

„ეს [მათი პრორუსობის შესახებ გაკეთებული განცხადებები] რომ დადასტურდეს, დიდი პრობლემა იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე - უნგრეთისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი პროუნგრელები არიან. პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ სიიარტო ჩემთან შეხვედრაზე არ იტყოდა, რომ პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები