01 ივლისი 2024,   14:52
ვრცლად
პარკეტი და კოკაინი ერთ კონტეინერში - სამართალდამცველებმა პერუში 7 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს

სამართალდამცველებმა პერუში 7 ტონა კოკაინი ამოიღეს. ნარკოტიკი, ხის პარკეტთან ერთად, კონტეინერში იყო შეფუთული და მისი ტრანსპორტირება ხომალდით, ბელგიაში იგეგმებოდა.

კოკაინს სამართალდამცველებმა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით მიაგნეს.

ცნობისთვის, ამოღებული ნარკოტიკის ფასი პერუს ბაზარზე 10 მილიონ დოლარს აღემატება. თუმცა ევროპაში, სადაც კოკაინი იგზავნებოდა, მისი ღირებულება 300 მილიონს აჭარბებს.

დღის ამბები