16 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლიტსაბჭოს სხდომაში, ყრილობაში, გადაწყვეტილებებში და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჩაერთო პოლიტიკაში და მისი ეს აქტივობებიც არის საჯარო - მამუკა მდინარაძე

ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო პოლიტიკაში. მან მონაწილეობა მიიღო პოლიტსაბჭოს სხდომაში, ყრილობაში, გადაწყვეტილებებში და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჩაერთო პოლიტიკაში და მისი ეს აქტივობებიც საჯაროა, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი.

მამუკა მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილება გუნდმა ერთობლივი მსჯელობით მიიღო.

„რას შეეხება გადაწყვეტილებებს, ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება. ჩვენ პოლიტსაბჭოზე გვქონდა ასეთი საერთო შეთავაზება, რომ მას პრემიერობის პოსტი არ დაეტოვებინა, როგორც მინიმუმ, ზაფხულამდე. როდესაც საარჩევნო მარათონი აქტიურად დაიწყებოდა, შემდეგ ყოფილიყო ეს ცვლილება, მაგრამ მან ასე არჩია. საბოლოო თანხმობა მიიღო პოლიტსაბჭოს ყველა წევრისგან, მათ შორის - საპატიო თავმჯდომარისგან. მსჯელობის დროს [ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის] იდეა თავისთავად გაჩნდა. მას არ ულაპარაკია, რომ საერთოდ პოლიტიკიდან უნდოდა წასვლა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები