16 ნოემბერი 2024,   04:20
ვრცლად
მთავრობის დამტკიცებაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას არ მივიღებთ - მიხეილ დაუშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მათი გუნდი მთავრობის დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან კითხვები ექნებათ.

"ბევრი კითხვა იქნება, დაწყებული ევროინტეგრაციით, დამთავრებული ბევრი შიდა პრობლემით, რომელიც ქვეყანას აქვს. მთავრობის დამტკიცებაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას არ მივიღებთ, ამის მიუხედავად, ცხადია, კითხვებს დავსვამთ", - განაცხადა მმიხეილ დაუშვილმა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრის, თემურ ჯანაშიას თქმით, ფრაქციაში ირაკლი კობახიძის დაბარების საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

"რა თქმა უნდა, ჩავერთვებით განხილვაში, დავსვამთ კითხვებს. ვთვლი, რომ ფორმალური იქნება იმიტომ, რომ აქედან პასუხებს ვერ მივიღებთ, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე იქნება, მათ ცხოვრების გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება ფრაქციაზე დავიბარებთ თუ არა- ამაზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

დღის ამბები