პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების პროცესში ოპოზიცია მაქსიმალურად იყოს ჩართული.
თუმცა, გივი მიქანაძე, პრემიერ-მინისტრისა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესში, ოპოზიციის ნაწილისგან მხოლოდ დესტრუქციულ ნაბიჯებს მოელის.
"ველოდებით პროგრამაში ასახული იყოს მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. მთავრობის ახალი მეთაური, მთავრობის ახალ გუნდთან ერთად გააგრძელებს ბიუჯეტით ნაკისრი ვალდებულებებისა და იმ პრიორიტეტების შესრულებას, რომელზეც აქცენტები გაკეთდება მის მიერ წარმოდგენილ პროგრამაში.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების პროცესში ოპოზიცია იყოს მაქსიმალურად ჩართული, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი, რადიკალური ფრთა, ორიენტირებულია და მისი დღის წესრიგი არის მხოლოდ დესტრუქცია. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციულ განხილვებს დიდად არ მოველოდით - უფრო პროვოკაციულს, თუმცა მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.