"ზუსტად ვიცი, რომ გაერთიანების პროცესები და ის ადამიანები, ვინც ერთმანეთს პარტნიორებად მოვიაზრებთ, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის დადებას შევძლებთ," - ეს განცხადება "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.
მისივე განცხადებით, ეს ერთობა იქნება მნიშვნელოვანი გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებებისთვის.
"ნაციონალურ მოძრაობას" კი არ ვეჯიბრები, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებს შევუწყო ხელი და ზუსტად ვიცი, რომ გაერთიანების პროცესები და ის ადამიანები, ვინც ერთმანეთს პარტნიორებად მოვიაზრებთ, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის დადებას შევძლებთ და ეს იქნება გარდამტეხი ცვლილებებისთვის.
შეუძლებელია "ნაციონალური მოძრაობის" როლი ვერ დაინახო მომავალ სამთავრობო კოალიციაში, რომელიც შეცვლის "ქართულ ოცნებას". მათგან შემოთავაზებები არის, ჩემგან არის ის პასუხები, რაც არის," - აცხადებს ნიკა გვარამია.