16 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
პრემიერის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება - სამთავრობო პროგრამას ის უცვლელად ტოვებს

ეკონომიკის მეტად სტიმულირება, სტაბილური, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიის გაძლიერება და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა - წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში პრიორიტეტები უცვლელი რჩება. არჩევნებამდე დარჩენილია 9 თვე და დამტკიცებულია ბიუჯეტი. შესაბამისად, დაწყებული პროგრამები დასასრულებელია. 2024 წლის არჩევნების შემდეგ კი საზოგადოებას კობახიძე ახალ 4 წლიან პროგრამას შესთავაზებს.

პრემიერის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ პრემიერს და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, ოპოზიცია ხმას არ მისცემს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებშიც მიიღებენ მონაწილეობას და კითხვებსაც დასვამენ, მაგრამ საბოლოოდ სამთავრობო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ.

ოპოზიციის წინააღმდეგობას მმართველ გუნდში მარტივად ხსნიან. სახელისუფლებო პარტიის წევრები ამბობენ, რომ ოპონენტებს ჯანსაღ დისკუსიაში შესვლის სურვილი და პოლიტიკური რესურსი არ აქვთ.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის პარლამენტში პროცედურები ორშაბათიდან იწყება. ოთხშაბათის ჩათვლით, თითქმის უცვლელ მინისტრთა კაბინეტს დარგობრივ კომიტეტებში მოუსმენენ. ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მთავრობის შემადგენლობა, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობისა" და დანარჩენი საპარლამენტო ჯგუფების წევრებს შეხვდება. 8 თებერვალს ირაკლი კობახიძე ახალი სტატუსით ფრაქცია ”ქართულ ოცნების” წინაშე წარსდგება ადა ამავე დღეს პრემიერობის კანდიდატსა და მთავრობის შემადგენლობას კენჭს უყრიან. მომავალი პრემიერი, მინისტრთა კაბინეტს მხოლოდ ერთი ცვლილებით გადაიბარებს. თავდაცვის მინისტრს ვიცე სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

დღის ამბები