16 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
"12 წლის განმავლობაში რომელი დაპირება შეასრულეს" - რა კითხვები ექნება ოპოზიციას პრემიერმინისტრობის კანდიდატთან

რა კითხვები ექნება ოპოზიციას პარლამენტში პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მოსმენისას - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მისი კითხვა შეეხება იმას, თუ რომელი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა მთავრობამ. მისივე თქმით, მისი პარტია განხილვებში აქტიურად ჩართვას აპირებს.

"ახლა "ქართულ ოცნებას" გეგმების განხორციელების დრო არ აქვს, ჩვენ ლოდინის დრო არ გვაქვს. კითხვა არის ის, რომ 12 წლის განმავლობაში რომელი დაპირება შეასრულეს. განხილვებში აქტიურად ჩავერთვებით, რომ ხალხს კიდევ ერთხელ ნათლად ავუხსნათ, რისი გამკეთებლები ვართ ჩვენ," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, თეონა აქუბარდიას კითხვები კი 9 დათქმის შესრულებასა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს შეეხება.

"9 რეკომენდაციასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მექნება კითხვები პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატებში. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ყველა პრიორიტეტული მიმართულების განხორციელებაზეა აქცენტი გაკეთებული ისევე, როგორც მთავრობის ნაწილზე 9 რეკომენდაციის შესრულების," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები