16 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
"ჩვენ კითხვები საერთოდ არ გვაქვს... "ოცნებას" 10 წელზე მეტია ვიცნობთ და მათ სულ ერთნაირი გეგმა აქვთ" - იაგო ხვიჩია

"რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მოსმენას ოპოზიცია აუცილებლად უნდა დაესწროს. მისივე თქმით, მისთვის საინტერესო იქნება პასუხი 9 დათქმის შესრულების ვალდებულებაზე.

"რა თქმა უნდა, ოპოზიცია არა მარტო უნდა დაესწროს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებიც უნდა დასვას. ჩემი ინტერესის საგანი იქნება თავდაცვა, უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა და მთავრობის ის ვალდებულება, რომელიც 9 რეკომენდაციას უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც ბევრი არაფერი იყო ამ პროგრამაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ კითხვების დასმა," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მათ კითხვები არ ექნებათ, რადგან, მისივე თქმით, ისედაც "ყველაფერი გასაგებია".

"რომ გითხრათ, სამთავრობო გეგმები მე ძალიან მაინტერესებს-მეთქი, არ იქნება მართალი, რადგან "ქართულ ოცნებას" უკვე ვიცნობთ 10 წელზე მეტია და მათ სულ ერთნაირი გეგმა აქვთ. ჩვენ კითხვები საერთოდ არ გვაქვს, ჩემი აზრით, ყველაფერი გასაგებია. მხარდაჭერას რაც შეეხება - მხარი რომ დავუჭირო კობახიძეს, მე უნდა ვიყო უმრავლესობის წევრი და გავხდები უმრავლესობის წევრი, როგორც კი მხარს დავუჭერ. შესაბამისად, მგონი არავისთვის ამის საფუძველი არ მიმიცია, რომ უმრავლესობაში გადავდივარ თუ არა, ამ კითხვას სერიოზულად ვუპასუხო,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები