16 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ უმრავლესობაში აირჩიოს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს - ნინო წილოსანი

"საბედნიეროდ, ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ უმრავლესობაში აირჩიოს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს", - ასე უპასუხა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ "მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხარს არ დაუჭერს"

ნინო წილოსანის თქმით, მთავრობის დაკომპლექტებაში მმართველ გუნდს ოპოზიციის დახმარება არ სჭირდება.

"მმართველ გუნდს არ სჭირდება ოპოზიციის დახმარება იმაში, რომ მთავრობა დავაკომპლექტოთ და გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება ისევე წარმატებით, როგორც ახლა მიმდინარეობდა, თუმცა, თავისთავად, ოპოზიცია, თავისი მონაწილეობით ან არმონაწილეობით, კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ მიზნობრიობასა და გაუმართლებლობას საპარლამენტო ცხოვრებაში", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები