16 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
"საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე საუბარი მნიშვნელოვანია, საჭიროა ერთიანი ხედვა" - წინანდალში დეპუტატებისა და არასამთავრობოების დახურული შეხვედრა მიმდინარეობს

წინანდალში პარლამენტის დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, კონფლიქტების მოგვარების კონტექსტში, ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე მსჯელობენ.

ფორუმს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ის ლიდერები ესწრებიან, რომლებიც ჩართულები არიან საპარლამენტო კომისიის საქმიანობაში, ასევე - გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობები. შეხვედრა კავკასიური სახლის ინიციატივით ტარდება.

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარეები არსებულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობენ, რადგან კონფლიქტთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა.

"[შეხვედრას] როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლობა ესწრება. ვმსჯელობთ საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებით, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც არსებობს და განვიხილავთ იმ მოდელებს, რომლებიც წარმატებულია. ეს არის დახურული შეხვედრა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები ისევე, როგორც გავიცნოთ საუკეთესო პრაქტიკები. მნიშვნელოვანია, რომ ამ თემებზე ვსაუბრობთ. საჭიროა ერთიანი ხედვა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები