29 ივნისი 2024,   11:24
ვრცლად
დაინერგა სამართლის ჰარმონიზაციის ერთიანი სახელმწიფო პლატფორმა, რომელშიც ყველა უწყება ასახავს ინფორმაციას, ამაღლდება ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების ხარისხი და ტემპი - რატი ბრეგაძე

პარლამენტი მთავრობას უსმენს. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადოს, მანამდე კი საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა, თავდაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკვე მოუსმინეს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი რატი ბრეგაძე აღნიშნავს, რომ 2024 წელს სამართალშემოქმედებით საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტი დაინერგება.

"გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სახელმწიფოს მიერ დასადები ხელშეკრულებების, სამართლებრივი ექსპერტიზის და საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში საქმის წარმოების მიმართულებით.

გამოსაყოფი არის იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რაც მდგომარეობს ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციაში და ამ მიმართულებით დაინერგა უკვე სამართლის ჰარმონიზაციის ერთიანი სახელმწიფო პლატფორმა, რომელშიც ყველა შესაბამისი უწყება ასახავს ინფორმაციას, შედეგად, დამკვიდრდება ერთგვაროვანი პრაქტიკა და ამაღლდება ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების ხარისხი და ტემპი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები, აქტიურად იქნება გამოყენებული ყველა შესაძლო სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმატში, რის შედეგადაც სამართლებრივი ინსტრუმენტები კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკაში საქართველოს პოზიციებს", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები