16 ნოემბერი 2024,   05:00
ვრცლად
ედიშერ გვენეტაძე: საქართველო რომ ვერ ჩართეს ომში, მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა პირდაპირ გადაწყვიტეს საქართველოს გავლით ასაფეთქებელი საშუალებები შეეტანათ რუსეთში, რაც რასაც გამოიწვევს ძნელი გამოსაცნობი არ არის

"თითქმის ორი წელია, რაც შინა და გარე ძალების მიერ გრძელდება პროვოკაციული ქმედებები მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩასათრევად, ამიტომაც დიდი ყურადღებაა საჭირო, რათა მეხუთე კოლონას არ მიეცეს საშუალება ბნელი ზრახვები განსახორციელებლად", - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო". 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, "აუცილებელია საქმის ბოლომდე მიყვანა, რაშიც ვეჭვობ მონაწილეობა მიიღონ უკრაინელმა სამართალდამცველებმა"

"უკვე თითქმის ორი წელია, რაც შინა და გარე ძალების მიერ გრძელდება პროვოკაციული ქმედებები მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩასათრევად! სხვა რომ ვერაფერი მოახერხეს და საქართველო ვერანაირად ვერ ჩართეს ომში! ამჯერად მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა ეტყობა მიიღეს დავალება და პირდაპირ გადაწყვიტეს საქართველოს გავლით ასაფეთქებელი საშუალებები შეეტანათ რუსეთში, რაც რასაც გამოიწვევს ძნელი გამოსაცნობი არ არის! ამდენად, აუცილებელია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, რაშიც ვეჭვობ მონაწილეობა მიიღონ უკრაინელმა სამართალდამცველებმა! ამიტომაც ძალიან დიდი ყურადღება და ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რათა მეხუთე კოლონას არ მიეცეს საშუალება ბნელი ზრახვები განსახორციელებლად!" - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები