16 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
2023 წელს 284 ნარკომოვაჭრე დავაკავეთ, ამდენი არასოდეს ყოფილა დაკავებული საქართველოში, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ - ვახტანგ გომელაური 

პარლამენტში, სადაც საკომიტეტო მოსმენებია, ოპოზიციას კითხვები ჰქონდა შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან. ერთ-ერთი კითხვა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრს ხატია დეკანოიძეს ნარკოტიკებთან დაკავშირებით ჰქონდა:

"სერიოზული ვითარებაა ე.წ. კლუბური ნარკოტიკის საქართველოში შემოსვლის კუთხით. ფენტანილი უმძიმესი პრობლემაა, რომელზეც არავისგან საკომუნიკაციო სტრატეგიული ხაზი არ არსებობს, თუ როგორ ებრძვით ამ პრობლემას. რატომ ხდება ისე, რომ ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკაა ამ კუთხით," - მიმართა ხატია დეკანოიძემ ვახტანგ გომელაურს. 

დეპუტატს ვახტანგ გომელაურმა უპასუხა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად:

"ძალიან ცუდი ფაქტია, ეს არ არის პირველი, ბოლოს ერთ-ერთი გახმაურდა, თუმცა, სამწუხაროდ, არ არის იშვიათი, 30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. დამეთანხმებით, ეს მსოფლიო პრობლემაა. 

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. ნარკომოვაჭრეების დაკავების ფაქტები ძალიან მაღალი იყო. 2023-ში 284 პირი დავაკავეთ, როცა იყო 70-20-30 წინა წლებში. ამდენი ნარკომოვაჭრე არასდროს არ დაკავებულა საქართველოში, არცერთ წელიწადს. მესმის, რომ კიდევ სხვა ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი, პრობლემა რომ არის მსოფლიოში, გასაგებია. არ მინდა, ქვეყნები დავასახელო, ჩვენზე ათჯერ მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რადგან იქ იღუპება, ჩვენთანაც უნდა დაიღუპოს. ალბათ ერთობლივი სამუშაო იქნება საჭირო და არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსი," - განაცხადა შს მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა. 

დღის ამბები