თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას კითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან მისი უწყების თანამშრომლობას შეეხებოდა, ჩიქოვანმა უპასუხა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თავდაცვის სამინისტროს ურთიერთობები გაწერილია საქართველოს კანონმდებლობით, რომლითაც ის ისარგებლებს.
"ერთი სიტყვაც არ თქმულა თქვენგან ქვეყნის მთავარსარდალზე, როგორ ხედავთ საქართველოს პრეზიდენტთან თანამშრომლობას?" - მიმართა კითხვით კორძაიამ ირაკლი ჩიქოვანს:
"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, გამაერთიანებელი - ამ სიტყვის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით გამიჭირდება. საკმაოდ მაპოლარიზებელი იყო კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა მიღებული. გეტყვით იმას, რომ პრეზიდენტთან და თავდაცვის სამინისტროთან ურთიერთობები გაწერილია საქართველოს კანონმდებლობით, რომლითაც მე ვისარგებლებ," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.