საკომიტეტო განხილვის შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებმა მედიასთან შემაჯამებელი კომენტარები გააკეთეს. მათი თქმით, კითხვების ნაწილი იყო საქმიანი, ნაწილი კი - პროვოკაციული. მინისტრობის კანდიდატებმა კომიტეტებისგან მხარდაჭერა მიიღეს.
"განხილვა წარიმართა საკმაოდ საქმიან რეჟიმში, მათ შორის, აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილიდან დაისვა საქმიანი კითხვები. რა თქმა უნდა, იყო არაკონსტრუქციული საქციელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რაც, გასაგებია, რომ მიუღებელია. სამწუხაროდ, იყო მათი მხრიდან ქართული დიასპორის შეურაცხყოფაც, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე ადამიანები ნაკლებად აქცევენ საქართველოში ყურადღებას და, როგორც უკვე ვთქვით, "ქართული ოცნების" პირობებში დადგა საქართველოში ის დრო, როდესაც პოლიტიკური დიალოგი ხდება ბევრად უფრო საქმიანი და ვითარდება პოლიტიკური კულტურა, რაც, თავის მხრივ, ცალსახად მისასალმებელია," - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.