16 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
დიასპორის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, მე ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი - სალომე ზურაბიშვილი

მივმართავ დიასპორაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს,უნდა იცოდეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, რასაც ჩვენი პარტნიორები სიტყვიერად, თუ პრაქტიკით ადასტურებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის თავად იქნება დიასპორის წარმომადგენლების უფლებების დამცველი.

„მივმართავ დიასპორაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც არანაკლებ ევალებათ ქვეყნის მომავლის შექმნაში მონაწილეობა: თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები, დროულად გაიაროთ საკონსულო რეგისტრაცია, რათა უმოკლეს ვადებში შეძლოთ ახალი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნა, რაც კანონით გეკუთვნით. სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, მოითხოვოთ არჩევნების დღეების გაზრდა. უნდა იცოდეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, რასაც ჩვენი პარტნიორები სიტყვიერად, თუ პრაქტიკით ადასტურებენ. მე პირადად ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები