16 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით, ერთხელ ვერ ვათქმევინეთ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა - ირაკლი კობახიძე

კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით, ერთხელ ვერ ვათქმევინეთ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი "პირდაპირ ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ".

„9 პუნქტის შესრულებაზე ჩვენ პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული ვართ ქართველი ხალხის და არა სალომე ზურაბიშვილის წინაშე, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებს. ის პირდაპირ ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. გახსოვთ მისი განცხადებები, კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით ერთხელ ვერ ვათქმევინეთ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები