16 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
როდესაც უკრაინული მხარე გარკვეული წარმომადგენლებით ცდილობს, საქართველო ხელოვნურად აქციოს რუსეთის სამიზნედ, ძალიან შემაშფოთებელია. როდესაც ამას მხარს უჭერს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ე.წ. ექსპერტი, ეს - კიდევ უფრო შემაშფოთებელი - კობახიძე

როდესაც უკრაინული მხარე გარკვეული წარმომადგენლებით, საუბარია პოლიტიკოსებზე, ცდილობს, რომ საქართველო აქციოს რუსეთის სამიზნედ აბსოლუტურად ხელოვნურად, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია. როდესაც ამას მხარს უჭერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კონკრეტული ე.წ. ექსპერტი, რომელიც იმავდროულად არის "სირცხვილიას", ანუ "ნაცმოძრაობის" აქტივისტი, ეს კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ უფროსი მკვლევრისა და „სირცხვილიას“ აქტივისტის, ქეთი შოშიაშვილის მიერ სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთაზე გამოთქმული კრიტიკის შესახებ. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ეს ადამიანები ვერ მალავენ ბოროტ ზრახვებს, რაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და სხვა მძიმე სცენარების განვითარებას გულისხმობს.

"ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ ბოროტ ზრახვებს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. მათ სურდათ მეორე ფრონტი, საქართველოში მძიმე სცენარების განვითარება - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამის მორიგი გამოხატულებაა.

როდესაც ვიღაც ცდილობს, ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნედ აქციოს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და შემაშფოთებელი. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც პრინციპში, ღიად ამბობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებსაც სურდათ და ალბათ დღესაც სურთ მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები რაც ვიხილეთ, რაც გამომჟღავნდა სუს-ის მხრიდან, არის ამ ყველაფრის მორიგი დადასტურება." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები