16 ნოემბერი 2024,   05:02
ვრცლად
მახსოვს, წმინდა ნინოს გზა გამოიარეთ ჯვრით ხელში - ახლა გთხოვთ, მოგიწოდებთ, გავალებთ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ახლა უკვე კონსტიტუციით, ილია მართლის გზაზე შემოიარეთ საქართველო - დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს

მოგიწოდებთ, გავალებთ როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, საქართველოს კონსტიტუციით, ილია მართლის გზაზე შემოიარეთ საქართველო, - ასე მიმართა "ლელოს" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, "ლელო" პრეზიდენტის შემოთავაზებას - შეიქმნას "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის," მიესალმება.

"პრეზიდენტის შემოთავაზებას მივესალმებით. "ლელოს" შემუშავებული აქვს და საზოგადოებას უკვე გავაცანით 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. მზად ვართ, ამ პლატფორმის ფარგლებში, ჩვენი გეგმაც წარვადგინოთ და სხვაც მოვისმინოთ.

მე მახსოვს, თქვენ წმინდა ნინოს გზა გამოიარეთ ჯვრით ხელში. ახლა გთხოვთ, მოგიწოდებთ, გავალებთ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ახლა უკვე საქართველოს კონსტიტუციით ილია მართლის გზაზე შემოიარეთ საქართველო, ყველა სოფელი და ქალაქი. იმიტომ, რომ არ იყოს ის ნიჰილიზმი, რომელსაც ხელისუფლება აღვივებს," - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

დღის ამბები