16 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
ევროკავშირის წარმომადგენლობა აჭარასა და იმერეთში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ევროკავშირის წარმომადგენლობა აჭარასა და იმერეთში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.

"ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს აჭარასა და იმერეთში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. იმედი გვაქვს, რომ სამაშველო ოპერაციის შედეგად მოხერხდება დაკარგულთა პოვნა," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები