16 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
ხალხს აღარ უნდა პარტიული კონფიგურაციები, თითქოს ერთიანობა და მერე აღმოჩნდება, რომ ერთიანობა კი არა, რაღაც ავტომატური გაერთიანებაა - ხატია დეკანოიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს, როგორ ხედავს წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ ველს და რა შესაძლო გაერთიანებები იქნება. როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, არ არის მომხრე ავტომატური გაერთიანებების და მომხრეა სინერგიის, რომელსაც მოაქვს რაღაც სარგებელი, შედეგი და ამომრჩევლის გაზრდა. 

"სინერგია არის ისეთი ერთობა, რომელსაც მოაქვს რაღაც სარგებელი, შედეგი, გაზრდა ამომრჩევლის, იდეის გარშემო გაერთიანება და არა ფარისევლური, ყალბი გაერთიანება. ხალხს აღარ უნდა პარტიული კონფიგურაციები, თითქოს ერთიანობა და მერე აღმოჩნდება, რომ ერთიანობა კი არა, რაღაც ავტომატური გაერთიანებაა. ვიღაცა ვიღაცის სიაში მიდის და ა.შ. ეს ასე არ უნდა იყოს. მე მჯერა, რომ თუ არის კონკრეტული იდეა, თუ არის მკვეთრი განსაზღვრული ხაზები იმასთან, რასაც მე ვუპირისპირდები და ვუპირისპირდები არა მხოლოდ მთავრობაში, არამედ იმ პრობლემების გამო, რის გამოც მე დავტოვე პარტია, რა თქმა უნდა, მე ასეთი იდეის, სინერგიის და ერთიანობის მიმხრე ყოველთვის ვარ. ვნახოთ, ვფიქრობ, რომ კონტრასტი არის საჭირო, ასევე საჭიროა რწმენის გაჩენა და ნამდვილად საჭიროა, რომ ადამიანებმა იგრძნონ, რომ პასუხისმგებლობის აღება შეგიძლია ამ ქვეყნის წინაშე." - ამბობს ხატია დეკანოიძე.

 

დღის ამბები