16 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
ის გამოცდილება, რომელიც ირაკლი კობახიძეს დაუგროვდა, შესაშურ უპირატესობას წარმოადგენს მის ხელში - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, პოლიტიკა ახალ ლიგაში გადავიდა. მისი თქმით, კობახიძეს შესაშური გამოცდილება აქვს.

"ყველაზე კარგად ჩახედული საპარლამენტო ფუნქციების შესრულებაში გახლავთ ირაკლი კობახიძე. მე არ მეგულება ადამიანი საქართველოში, ვინც უკეთესად იცის და ესმის საკითხი, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის საპარლამენტო ზედამხედველობას. ვის და მერწმუნეთ, რომ ირაკლი კობახიძეს ყველაზე კარგად ესმის ეს ყველაფერი. ამიტომ, ვარ ყველაზე მეტად პოზიტიურად განწყობილი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. ის გამოცდილება, რომელიც დაუგროვდა ირაკლი კობახიძეს, მხოლოდ და მხოლოდ შესაშურ უპირატესობას განაპირობებს ირაკლი კობახიძის ხელში. გაუმართლა ამ პოლიტიკურ სპექტრს, ახალ ლიგაში გადავიდა ჩვენი პოლიტიკა და ახალ სიმაღლეს მიაღწია. ასეთი აკადემიურობა, ასეთი სიზუსტე, ასეთი კვალიფიციურობა მე ვფიქრობ, რომ შესაშურია, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ბევრი ქვეყანა ალბათ შურით შეგვხედავს. შესაბამისად, მისი ხედვა ჩემთვის საინტერესო იქნება პრემიერ-მინისტრის რანგში," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები