ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის, ოდესასა და მიკოლაივში ძლიერი აფეთქებები იყო. დაზიანდა 100-ზე მეტი შენობა. ადგილობრივი ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები; გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ავდიივკას მიმართულებით, მოწინააღმდეგის 30-ზე მეტი იერიში მოიგერიეს.
პარალელურად, აშშ-ის სენატში უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტმა საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მოაგროვა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა "რესპუბლიკელები" გააკრიტიკა. CNN-ის ინფორმაციით, ბაიდენმა განაცხადა, რომ კანონმდებლებს ანგარიშსწორებით დონალდ ტრამპი ემუქრებოდა, თუ ისინი პაკეტს მხარს დაუჭერდნენ.
ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით კი, ევროკავშირმა უკრაინისთვის მიმდინარე წლის ბოლომდე მილიონ-ნახევარი საარტილერიო ჭურვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.