16 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ალეკო ელისაშვილს: თორნიკე რიჟვაძე პირველივე წუთებიდან იყო ჩართული სამძებრო, სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში

თორნიკე რიჟვაძე პირველივე წუთებიდან იყო ჩართული სამძებრო, სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც თორნიკე რიჟვაძეს პლენარულ სხდომაზე დასწრების ნაცვლად, მთიან აჭარაში დაუყონებლივ გამგზავრება ურჩია.

"ბატონ ალეკოს ჰქონდა რჩევა სტიქიასთან დაკავშირებით. მადლობა რჩევისთვის. თორნიკე რიჟვაძე პირველივე წუთებიდან იყო ჩართული სამძებრო, სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ახლა ყველაფერი არის კონტროლქვეშ და მადლობა აჭარის ხელისუფლებას და თორნიკე რიჟვაძეს ამისთვის", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები