პრეზიდენტი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის წარმომადგენელთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი თამარ ჩუგოშვილს, ზვიად ძიძიგურს და რომან გოცირიძეს ესაუბრა. ადმინისტრაციის განმარტებით, შეხვედრები მიზნად ისახავს ქვეყნის ევროპული მომავალისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებას და მომავლის ქარტიის - "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" ჩამოყალიბებას.
რეზიდენციაში მიმდინარე მოლაპარაკებებს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება და სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის საერთო ინტერესებსა და საარჩევნო გეგმებზე მიუთითებს.
"ჩვენ ვნახეთ, რომ ფორმალური პრეზიდენტის ნებისმიერი ინიციატივა კრახით დასრულდა. ის ჩაიწერება ისტორიაში როგორც პრეზიდენტი, რომელმაც უგულებელყო კონსტიტუცია. პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კი პრეზიდენტმა მიგვიწვია, მაგრამ იქ პოლიტიკაზე და გაერთიანებაზე არ გვისაუბრიაო. დანარჩენი კი, თუკი იქ საუბრობენ ჭეშმარიტ ურთიერთობებზე, მგელისა და კრავის ერთად მოძოვაზე, ეს მათი საკითხია და ღმერთმა შეარგოთ ის ჭიქა ყავა, თუკი საერთოდ დალიეს იქ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.