16 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
"ახლა რომ აქ ბაქი-ბუქი ავტეხო, აუცილებლად 26 ოქტომბერს ბეჭებზე დაგდებთ-თქო, მთლად ასეც ვერ გამოვა" - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" წევრი ალეკო ელისაშვილი, დღეს პარლამენტში, პრემიერი-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მოსმენისას, კენჭისყრამდე სიტყვით გამოვიდა. როგორც ელისაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან  განაცხადა, ოპოზიციის ერთობის კონტური უნდა მოიხაზოს და ამბიციები ადეკვატური უნდა იყოს. 

"ახლა რომ აქ ბაქი-ბუქი ავტეხო, აუცილებლად 26 ოქტომბერს ბეჭებზე დაგდებთ-თქო, მთლად ასეც ვერ გამოვა.

მე ჩემი წითელი ხაზები მაქვს და ვისაც ვგულისხმობ ხოლმე - ენმ, ყოფილი ან მოქმედი მექრთამეები და პრორუსები არ არიან ჩემთვის არც ოპოზიცია და არც დანარჩენი სხვა.

მაგრამ მინდა, რომ მოვემზადოთ და ჩვენი ერთობის კონტური მოიხაზოს, უნდა დავწიოთ ამბიციები და ამპარტავნობა დავივიწყოთ, ადეკვატურები უნდა გავხდეთ, რომ რეალური ცვლილებები მოხდეს," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

დღის ამბები