16 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც უნდა სამართლიან და მდიდარ საზოგადოებაში ცხოვრების გატარება, იგივე მიზნის გამო, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან - იაგო ხვიჩია

საქართველოს პარლამენტში, უკვე 9 საათია ახალი პრემიერის და მისი მთავრობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. კენჭისყრა ჯერ არ დაწყებულა. სხდომათა დარბაზში სიტყვით ოპოზიცია სარგებლობს. ლიდერებმა საპარლამენტო ტრიბუნა დაიკავეს და სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია პოლიტიკურ სპექტში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

"ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც უნდა სამართლიან და მდიდარ საზოგადოებაში ცხოვრების გატარება. იგივე მიზნის გამო, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან. "ნაცებთანაც" ვითანამშრომლოთ, "ქართულ ოცნებასთანაც" ვითანამშრომლოთ, ალეკო ელისაშვილთანაც ვითანამშრომლოთ, თანახმა ვართ "ლელოსთან" და გახარიებთანაც კი ვითანამშრომლოთ. ბოლო პერიოდის, მათ შორის "ნაცების" სახეცვლილებამ, იმედი მოგცა, რომ რაღაცნაირად შესაძლებელია თანამშრომლობის რეჟიმზე გადასვლა," - აცხადებს იაგო ხვიჩია.  

დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციონერ დეპუტატებს თხოვნით მიმართა. 

"მე მინდა ვთხოვო ოპოზიციონერ დეპუტატებს, თქვენ მინდა მოგმართოთ, ჩვენ ვერ გავექცევით პასუხისმგებლობას, ჩვენი ჩართულობა პროცესში, რაც უკავშირდება 2024 წლის არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებას, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ვერავინ ვერ გავიმართლებთ თავს, ისტორია შეგვარცხვენს ყველას ერთად და ცალ-ცალკე," - ამბობს არმაზ ახვლედიანი. 

ტრიბუნასთან სიტყვით გამოვიდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

"დიახ, ჩვენ ვიქნებით რადიკალები, როდესაც ქვეყანას ემუქრება საფრთხე და როდესაც ქართული მიწა უკონტროლოდ იყიდება ოკუპანტებზე. დიახ, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში შემოდიან და ეპატრონებიან ჩვენს ქვეყანას, ვიქნებით რადიკალები. იმიტომ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს. ეს არის "ლელოს" ამოცანა," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები