მან ჩემი აზრით ძალიან კარგი დაპირება მისცა პატიმრებს, როდესაც ფაქტობრივად განახევრებას დაუჭირა მხარი პატიმართა რაოდენობის - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩიმ" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ გააკეთა, რომელიც პარლამენტში 10 საათიანი განხილვას ესწრებოდა და სადაც ირაკლი კობახიძეს და მთავრობის შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.
"პროფესიონალიზმი ერთი ნაწილია, მაგრამ იმისთვის, რომ პრემიერი იყო, მარტო კონკრეტულ საქმეში პროფესიონალიზმი არაფერ შუაში არ არის. მან უბრალოდ, ჩემი აზრით, ძალიან კარგი დაპირება მისცა პატიმრებს, როდესაც ფაქტობრივად განახევრებას დაუჭირა მხარი პატიმართან რაოდენობის. მე ძალიან მინდა, რომ მან შეძლოს ამ პირობის შესრულება, იმიტომ, რომ მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იქნება, თუნდაც ინდივიდუალური, რამდენიმე ათასი ადამიანის ოჯახებისთვის და მათი მომავლისთვის," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.