საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო პერიოდია "ნაცები გახდნენ უფრო კლდემამოსილები და ფუმფულები."
"ნაცები გახდნენ უფრო კდემამოსილები და ფუმფულები. მე ზოგადად, გაკვირვებული ვარ ნაცების ამ ფერიცვალებით, მაგრამ მომწონს. თან მგონია, რომ ეს სწორი სტრატეგიაა, რატომღაც ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ჯერ ქოცებმა არ იციან რა ქნან და მაინც უღრენენ ცოტა ნაცებს, მაგრამ ვინაიდან მათი პოზიცია არის მშვიდი და გაწონასწორებული, ეს ცოტა უცნაურად გამოიყურება. თუ გაქაჩეს და ნერვებმა არ უმტყუნა ნაცებს, მე მგონი უცნაურ შემთხვევასთან გვქონდა რამდენიმე დღის განმავლობაში საქმე," - აცხადებს იაგო ხვიჩია.