პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება. მთავრობის მეთაურის თქმით, ბელგიის დედაქალაქს ის 21-22 თებერვალს ეწვევა.
ვიზიტი უკვე დაგეგმილია და ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მედიას ინფორმაცია პარლამენტში ნდობის გამოცხადების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის რანგში გამართულ პირველ ბრიფინგზე განუცხადა.