16 ნოემბერი 2024,   04:20
ვრცლად
ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე აუცილებლად მომიწევს გამყოფ ხასთან ჩასვლა, ადგილზე ვითარების გაცნობა - ირაკლი კობახიძე

ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის მთავრობის მეთაურის რანგში საოკუპაციო ხაზთან აუცილებლად ჩავა და ადგილზე გაეცნობა გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის სირთულეებსა და საჭიროებებს. 

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, პრემიერის რანგში გამართულ პირველ ბრიფინგზე მედიასთან განაცხადა.

"ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე აუცილებლად მომიწევს გამყოფ ხასთან ჩასვლა, ეს სტატუსთან არის არსებითად დაკავშირებული. მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა, მათ შორის დღეს გვქონდა საუბარი საპარლამენტო განხილვის დროს იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ და მათ შორის, ადგილზე ვიზიტიც იქნება მნიშვნელოვანი, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები