მხვდა პატივი, სამშობლოს ვემსახურო თავდაცვის მინისტრის რანგში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერებს წარდგენისთვის და პარლამენტის თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მეთაურობით. მხვდა პატივი, სამშობლოს ვემსახურო თავდაცვის მინისტრის რანგში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერებს წარდგენისთვის და პარლამენტის თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის.
ჩემი საქმიანობის უმთავრესი ამოცანა იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, მისი ინსტიტუციური განვითარება, ჩვენი გენერლების, ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალების, რიგითების გვერდში დგომა და მხარდაჭერა. უდიდესი პატივია, ვიმუშაო თავდაცვის ძალების პროფესიონალ სამხედროებთან და თავდაცვის სამინისტროს კვალიფიციურ სამოქალაქო პირებთან ჩვენი მიზნების წარმატებით მისაღწევად", - წერს ირაკლი ჩიქოვანი.