16 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტს "ცუდი მეხსიერება" აქვს - ბაიდენის საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის საქმის პროკურორი

რობერტ ჰურმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის საქმის პროკურორი იყო, უარი თქვა დაეწყოთ სამართლებრივი დევნა ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ, თუმცა ანგარიშში აღნიშნა, რომ პრეზიდენტი "ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს" და დაამატა, რომ ბაიდენი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის არის "მოხუცი კაცი ცუდი მეხსიერებით".

პროკურორის ანგარიშში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, მაშინ, როცა ის ჩვეულებრივი მოქალაქე იყო და არ იკავებდა თანამდებობას, განზრახ შეინახა და გაავრცელა გასაიდუმლოებული მასალები მისი ვიცე-პრეზიდენტობი.

თუმცა, როგორც სპეციალური პროკურორის ანგარიშშია ხაზგასმული, სამხილები "არ ადგენს ბატონი ბაიდენის ბრალეულობას გონივრული ეჭვის მიღმა".

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიაღწიეს და იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

ჰურის ანგარიშში ბაიდენის მეხსიერებასთან დაკავშირებით ეწერა რამდენიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომლის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის მეხსიერება "მნიშვნელოვნად შეზღუდულია", რის საფუძვლადაც 2023 წელს პროკურორის მიერ მასთან ჩატარებული ინტერვიუებია დასახელებული. ბაიდენის ასაკი და მსგავსი დახასიათება ნაფიც მსაჯულებს საფუძვლიან ეჭვს მიღმა, კიდევ უფრო გაურთულებდა დარწმუნებას, რომ ბაიდენმა საიდუმლო დოკუმენტები განზრახ გაასაჯაროვა.

ჰურის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მეხსიერება ინტერვიუების დროს იყო უარესი, ვიდრე 2017 წლის საუბრების დროს.

"მას არ ახსოვდა, როდის იყო ვიცე-პრეზიდენტი, ინტერვიუს პირველივე დღეზე დაავიწყდა, როდის დასრულდა მისი ვადა ("2013 იყო თუ სწორად მახსოვს? როდის დავასრულე ვიცე-პრეზიდენტობა") და ინტერვიუს მეორე დღეზე არ ახსოვდა, როდის დაიწყო მისი ვადა ("2009 წელს კვლავ ვიცეპრეზიდენტი ვიყავი?" – წერია ანგარიშში და მოყვანილია აშშ-ის პრეზიდენტის ციტატები.

ამას გარდა, როგორც ანგარიშში იყო აღნიშნული, ჯო ბაიდენს არ ახსოვდა საკუთარი შვილის გარდაცვალების დრო.

ბაიდენის მომხრეებმა პრეზიდენტის მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები გაამართლეს ფაქტით, რომ მისი დაკითხვა ჰამასის მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის მოვლენების პარალელურად ხდებოდა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ინტერვიუების დროს "საერთაშორისო კრიზისის მოგვარებაზე" ზრუნავდა.

ცნობა, რომ ბაიდენის სახლში იმყოფებოდა გასაიდუმლოებული დოკუმენტები, პირველად 2023 წლის იანვარში გავრცელდა. სწორედ ამ დროს დაიწყო შესაბამისი გამოძიებაც.

 

დღის ამბები