29 ივნისი 2024,   11:15
ვრცლად
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ლილოს დასახლებაში რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ლილოს დასახლებაში, რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა.

ახლად რეაბილიტირებული სკვერი თბილისის მერმა დაათვალიერა. სამუშაოები 9 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, სადაც საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, გარე განათების და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები მოეწყო.

ასევე, ტერიტორიაზე მოეწყო სრულიად ახალი შადრევანი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება სამ მილიონ ლარზე მეტია.

"პროექტის ფარგლებში დაირგო ხენარგავები, ახალი მცენარეები, ბავშვებისთვის გაკეთდა სპეციალური სივრცე, სადაც დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემები და ყველანაირად მოწესრიგებული სივრცეა.

აქვეა ორის ორი ძალიან დიდი სკოლა, ჩვენ რამდენიმე წლის წინ აქვე დავასრულეთ საცურაო აუზის კომპლექსი,"- აღნიშნა კახი კალაძემ. 

დღის ამბები