"ირაკლი კობახიძე გააგრძელებს საქმიანობას ისევე მტკიცედ, როგორც ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და მე დარწმუნებული ვარ, რომ თავისი კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით შეძლებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს აქვს გამორჩეული პოლიტიკური ბიოგრაფია, რომელმაც დატოვა ძალიან დიდი კვალი ქართულ საპარლამენტო ცხოვრებაში.
"ირაკლი კობახიძეს აქვს გამორჩეული პოლიტიკური ბიოგრაფია, რომელმაც დატოვა თავისი ძალიან დიდი კვალი ქართულ საპარლამენტო ცხოვრებაში, მან ქართული საპარლამენტო დემოკრატია სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა და მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს, მისი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობის დროს საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცება უზრუნველყო.
ირაკლი კობახიძისთვის და მისი სამთავრობო გუნდისთვის ოპოზიციას რომ მხარი დაეჭირა, ეს იქნებოდა გასაკვირი. ოპოზიციის ეს რადიკალური ჯგუფები შეპყრობილნი არიან ბელადომანიით. აქედან გამომდინარე, ისინი როგორ დაუჭერდნენ მხარს ირაკლი კობახიძეს?! კაცს, რომელიც არის გამორჩეული პოლიტიკოსი.
ირაკლი კობახიძე გააგრძელებს საქმიანობას ისევე მტკიცედ, როგორც ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და მე დარწმუნებული ვარ, რომ თავისი კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით შეძლებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას და უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი მთავრობის ყველა ნაბიჯი ემსახურებოდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.