16 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
როგორიც არ უნდა იყოს კანონი, თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში, რჩებათ კომისიის წევრი და კომისიურ გადაწყვეტილებებზე ექნებათ იგივე გავლენა, რაც აქამდე - გიორგი კალანდარიშვილი ოპოზიციას

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარემ განმარტებები გააკეთა - გიორგი კალადარიშვილის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილების მიუხედავად, ოპოზიციას დარჩება კომისიის წევრი და ექნება გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე.

მისივე თქმით, ცესკოს თავდჯდომარის მოადგილე თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობს. ცნობისთვის, გიორგი სიორიძე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში "ლელოს" კვოტით არის, ამბობს, რომ პარლამენტი მეორე მოსმენით მიიღებს პროექტს ერთპარტიული ცესკოს დაკანონების შესახებ.

მისივე თქმით, მიუღებელია ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმება.

"როგორიც არ უნდა იყოს კანონი, თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ მათ კვლავ რჩებათ კომისიის და ამ ცვლილების ასეთი სახით მიღების შემთხვევაში დარჩებათ კომისიის წევრი და კომისიურ გადაწყვეტილებებზე ექნებათ ზუსტად იგივე გავლენა, რაც აქამდე ჰქონდათ. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ კომისიის მოადგილის მხრიდან ხდება თავის მსხვერპლად წარმოჩენა და ამასთანავე ვხედავთ ასევე იმას, რომ ის პარტიული მიკერძოებიდან ვერ გამოდის და არა თუ ვერ გამოვიდა ამდენი წლის განმავლობაში, არამედ ისიც ვნახეთ, რომ რამდნეიმე კვირის წინ მისსავე პარტიაში პოლიტიკური საბჭოს წევრის პოზიცია დაიკავს", - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

დღის ამბები